Ariete 2958 Party Time Popcorn Machine Blue
59,90 €
პოპკორნის აპარატი Ariete 2958 Party Time Popcorn Machine Ariete 2958 Party Time პოპკორნის აპარატი, იდეალურია მათთვის ვისაც უყვარს სახლში ფილმების ყურება, წვეულებების მოწყობა ან უბრალოდ პოპკორნი. მოწყობილობა Ariete-ს ახალი Party Time ხაზიდან თქვენს გვერდით იქნება საღამოობით ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად, უამრავი ხრაშუნა, გემრიელი პოპკორნით. ცხელი ჰაერით მომზადების სპეციალური მეთოდის წყალობით Party Time Pop Corn აპარატი 2 წუთზე ნაკლებ დროში აქცევს 50 გრ სიმინდს გემრიელ სურნელოვან, მსუბუქ პოპკორნად. არ საჭიროებს ზეთისა და ცხიმის დამატებას, რაც უზრუნველყოფს უფრო ჯანსაღი და უცხიმო პოპკორნის მომზადებას. Ariete Party Time პოპკორნის აპარატი გამოირჩევა 1950-იანების სტილის ამერიკისთვის დამახასიათებელი ვიზუალით, რომელიც ნებისმიერი სამზარეულოს ინტერიერს გაახალისებს და უფრო ფერადს გახდის. Ariete ბრენდის შესახებ Ariete იტალიური ბრენდია, რომელიც 1964 წელს ტოსკანაში დაარსდა და 2001 წლიდან იტალიური DeLonghi Group-ის წევრია. კომპანია ცდილობს ახალი იდეებით და კრეატიული მიდგომით გაამარტივოს ყოველდღიური ოჯახური საქმე. Ariete-ს სამზარეულოს ტექნიკის ყველაზე პოპულარული ნიშური ხაზებია: Moderna, Vintage და Party Time. თითოელი პროდუქტი იტალიური ხარისხის სტანდარტით და გამორჩეული დიზაინით იქმნებაა, ამავე ნომინაციებში აქვს მიღებული Ariete-ს პროდუქციას პრესტიჟული ჯილდოები, მათგან აღსანიშნავია რამდენიმე: Saladino, Vaporì და Gratì.

Condividi